კორონავირუსი საქართველოში

ღიბრაძე: ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან ხალხის რეგულარულ ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პარალელურად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ ეხება. 

რა შეზღუდვები წესდება 3 კვირის განმავლობაში, ვრცლად ნახეთ აქ

კომენტარები