საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ:
- მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
- ფესტივალების, მასობრივი ღონისძიებების, კონცერტების და სპორტული შეჯიბრებების გამართვა იზღუდება, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით.
- არ იმუშავებენ ბავშვთა გასართობი ცენტრები.
- კვების ობიექტების მუშაობა ღამის 00:00 საათის ნაცვლად დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.
- ასევე, საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
- ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან.
ასევე, საბჭოს გადაწყვეყილებით, 17 აგვისტოდან როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა.