ავღანეთი

თალიბებმა პაკისტანის საზღვარი ჩაკეტეს და ავღანელებისთვის თავისუფალ მიმოსვლას ითხოვენ

თალიბანის წევრები ავღანეთი-პაკისტანის საზღვარზე მყოფ გამშვებ პუნქტთან

6 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მთავარი გამშვები პუნქტი ჩაკეტა და გამოაცხადეს, რომ არავის გადაუშვებენ მეორე მხარეს მანამ, სანამ ისლამაბადი ავღანელებისთვის ვიზის ვალდებულებებს არ გააუქმებს, ან შეამსუბუქებს.

თალიბანმა პაკისტანის საზღვრის მიმდებარე რაიონები გასულ თვეში დაიკავა. ამის შემდეგ პაკისტანმა საზღვარი თავის მხარეს ჩაკეტა და მხოლოდ გასულ კვირას გახსნა. გამშვებ პუნქტზე გამავალი გზა, ავღანეთისთვის ზღვაზე გასასვლელი მნიშვნელოვანი წერტილია. პაკისტანმა, თალივანიის გამო, გაამკაცრა ვიზის საჭიროებაზე მოთხოვნა, იმ ავღანელებისთვის, რომელსაც აქამდე ნაკლები ყურადღებით ამოწმებდნენ. 

"გასასვლელი ჩაკეტილი დარჩება ნებისმიერი გადაადგილებისთვის, მათ შორის ტრანზიტის, ვაჭრობისა და ქვეითად მოსიარულეთათვისაც ორივე მხარეს მანამ, სანამ პაკისტანის მხარე კარიბჭეს ღიას არ დატოვებს, დილიდან საღამომდე იმ ავღანელებისთვის, ვისაც [პაკისტანის მიერ გაცემული] მიგრაციის ბარათები ან [ავღანური] ID ბარათები აქვს". – ამბობს თალიბანის წარმომადგენელი. 


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

 

კომენტარები