პოლიტიკური კრიზისი

ილვესი: მოუსმინეთ, რას გეუბნებიან მეგობრები, თუ არ მოუსმენთ – გაიგებთ, რას ამბობს მტერი

მე დიპლომატი აღარ ვარ. არ მჭირდება სიტყვების ისე შერჩევა, რომ შემდეგ ისინი ვიღაცამ ისე არ შეატრიალოს და არ თქვას, რომ სინამდვილეში თითქოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ევროკავშირის ან ნატოს აღმასრულებელი მთავრობებისგან ძალიან კრიტიკულ განცხადებებს ვერ მოისმენთ. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტი ძალიან კრიტიკული იყო.

შეხედეთ, რას ამბობენ პარლამენტები. ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა ძალიან მკაცრი განცხადება გამოაქვეყნა. ამას ყურადღება მიაქციეთ. როცა ამერიკაში, სადაც უკიდურესი პოლარიზაციაა, და სადაც დემოკრატები და რესპუბლიკელები ყველაფერზე ებრძვიან ერთმანეთს, ამ შემთხვევაში თანხმდებიან, რომ ეს ძალიან ცუდი ნაბიჯი იყო, ეს გასათვალისწინებელია. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ჩემს ქვეყანაზე რომ ამბობდეს რამეს, მე ნამდვილად შევწუხდებოდი. გთხოვთ, მოუსმინეთ, რას გეუბნებიან მეგობრები. თუ არ მოუსმენთ მეგობრებს, მაშინ გაიგებთ, რას ამბობს მტერი.

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ კრიზისზე, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები შეაფასა.

კომენტარები