ჟურნალისტებზე ძალადობა

გომელაური წულუკიანზე: ჩემი მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი

გაიტაცა?! კი, დააყაჩაღა... თეა ჩემი ძალიან ახლობელია, მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მახსოვს, როცა გვიჭირდა ძალოვან უწყებებს, მისი განცხადებები იყო ჩვენი მხარდამჭერი.

ასე პასუხობს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური კითხვას, დაარღვია თუ არა კანონი კულტურის მინისტრმა, როცა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ დაუბრუნა.

ჟურნალისტ ემა გოგოხიას ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ კულტურის მინისტრს, რომელმაც მიკროფონი წაართვა, ვერ მიუახლოვდებიან. 

კომენტარები