ლიტერა 2021

გელა ჩარკვიანმა, ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემ ლიტერაში მონაწილეობაზე უარი თქვეს

გელა ჩარკვიანმა, ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემ ლიტერატურულ კონკურს ლიტერაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და საკუთარი წიგნები მოხსნეს.  

გელა ჩარკვიანის წიგნი ავტორთან შეთანხმებით კონკურსი ლიტერადან გამომცემლობა არტანუჯმა მოხსნა.

"გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა არტანუჯი მის წიგნს "English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი" კონკურსი  ლიტერადან ხსნის". - წერს გამომცემლობა. 

ბესიკ ხარანაულისა და ვახტანგ ჯავახაძის წიგნები კი კონკურსიდან გამომცემლობა ინტელექტმა მოხსნა.  

ლიტერატურული პრემია ლიტერა ჟიურის 4-მა წევრმა დატოვა - 5-კაციანი ჟიურიდან მხოლოდ 1, კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე დარჩა. ჟიურის წევრები იმ მწერლებსა და დიზაინერებს შეუერთდნენ, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ლიტერატურული პრემიის ბოიკოტის მიზეზი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და მისი გადაწყვეტილებაა. წელს, არსებობის ისტორიაში პირველად, ლიტერას ჟიურის ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაუნიშნა.

კომენტარები