ლიტერატურულ პრემია ლიტერას 15 მწერალი და ორი დიზაინერი ბოიკოტს უცხადებს, ამის მიზეზი კი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და მისი დღეს მიღებული გადაწყვეტილებაა.
დღეს, 29 ივლისს, მწერალთა სახლმა ჟიურის 5-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ჟიურის ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ არის დანიშნული.
"ლიტერატურული პრემია ლიტერას დებულების თანახმად საკონკურსო წიგნებს შეაფასებს 5-წევრიანი ჟიური. წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ", - დაწერა მწერალთა სახლმა.
თავდაპირველად კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვეს მწერლებმა, ტორესა მოსიმ და მათე სარალიშვილმა და დიზაინერმა, ნატა ავალიანმა . ისინი ბოიკოტს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანის უცხადებდნენ. თუმცა, ჟიურის წევრების სიის გამოქვეყნების შემდეგ, იმ კონკურსანტების რიცხვი, რომლებიც წელს ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებენ, 17-მდე გაიზარდა.
ესენი არიან:
- ტორესა მოსი - ორდროშობანა
- მათე სარალიშვილი - მივიწყებულნი
- ნატა ავალიანი - დამწყები და ლაბირინთი მანუელისთვის [წლის საუკეთესო ყდის დიზაინის ნომინაცია]
- რატი მუჯირი - მეილები ავღანეთზე
- დავით ქაშიაშვილი - მორნიბიე კაჰ
- ჯაბა ზარქუა - ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი
- გიორგი შონია - რობოტების ყვავილი
- ბელა ჩეკურიშვილი - ნანას ცხენი
- თეონა ჭანიშვილი - პიესები, იროელთა ქრონიკები, ამაღლების ქუჩა [წლის საუკეთესო ყდის ნომინაცია]
- ნათია გიორგაძე - ხმის მატარებელი
- ირაკლი კაკაბაძე - ამაღლების ქუჩა
- ეკა ქევანიშვილი - ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება
- ანდრო დადიანი - განსაწმენდელი
- ელენე კვირკველია - წყვეტა
- ზვიად კვარაცხელია - დარეკე! დაუბარე!
- ნინო სამყურაშვილი - ჯავშანი
- ირინა ტაბაღუა - ტელეფას ცხვარი





