ლიტერა 2021

"მწერალთა სახლი საფრთხეშია" – "ლიტერა" ჟიურის მესამე წევრმა, ოქტაი ქაზუმოვმაც დატოვა

ლიტერატურული კონკურსი ლიტერა ჟიურის მესამე წევრმა, ოქტაი ქაზუმოვმაც დატოვა. მან ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს, ყველა მოპროტესტე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასი ათასი მილით შორს მყოფი "მილისტის" წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის". - წერს ის.

კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია თავდაპირველად ჟიურის ორმა წევრმა,  რეზო თაბუკაშვილმა და ლელა კოდალაშვილმა დატოვეს და ისინი ამით შეუერთდნენ იმ 15 მწერალსა და ორ დიზაინერს, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ლიტერატურული პრემიის ბოიკოტის მიზეზი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და მისი გადაწყვეტილებაა. წელს, არსებობის ისტორიაში პირველად, ლიტერას ჟიურის ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაუნიშნა.

კომენტარები