შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ელისაშვილი ანულირებაზე: გული მისკდება, რას იტყვის შარლ მიშელი

მე მეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ გუშინ ქართულმა ოცნებამ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო, სახტად დატოვა მთელი მსოფლიო და თავი მოსჭრა საქართველოს. ეს არის სილა გაწნული ევროკავშირისთვის, რაც ჩაატარა ქართულმა ოცნებამ. სილა გაწნული შარლ მიშელისთვის და იმ უზარმაზარი ძალისხმევისთვის, რაც გასწიეს, როგორც ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ასევე ამერიკელმა პოლიტიკოსებმა. ვხედავთ, რომ ძალიან მკაცრი, ორპარტიული განცხადებები იყო აშშ-დან და ევროკავშირის ცალკეული პოლიტიკოსებისგან, თუმცა ჯერ შარლ მიშელს და ევროკავშირს განცხადება არ გაუვრცელებიათ და გული მისკდება, რას იტყვიან ისინი.

თქვა მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.  28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.

კომენტარები