ვაქცინაცია საქართველოში

რა იშვიათ შემთხვევაში არ შეიძლება აცრა, გჭირდებათ თუ არა ანალიზები – კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მისთვის მიწერილ კითხვებს პასუხობს - როდის არ შეიძლება Covid-ვაქცინაცია.

  1. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს!!!
  2. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი - ასტაზენეკა, ალუმინის ჰიდროქსიდი - სინოფარმი და სინოვაკი) გაქვთ ალერგია. სხვა ყველა ალერგიული დაავადება (თუ ის გამწვავებული არაა) კოვიდ-19 ვაქცინაციის წინაღობას არ წარმოადგენს!
  3. ორსულობა და ლაქტაცია: დაშვებულია ფაიზერი, ამ ეტაპზე უკუნაჩვენებია სინოფარმი/სინოვაკი!
  4. თუ დაგეგმილი ვაქცინის წინ შემთხვევით აღმოჩნდით კოვიდინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი, მაშინ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას იძლევა, ვაქცინა გადავადდეს თვითიზოლაციის დასრულებამდე.
  5. ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ანტიალერგიული და ა.შ, მედიკამენტების შეჩერება აუცილებელი არაა აცრის წინ!
  6. ყველა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, გადატანილი ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნე, ასთმა, თირკმლის პათოლოგიები, ფსორიაზი, ვენური დაავადება და ასე შემდეგ, არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას, პირიქით, ასეთი ადამიანების აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
  7. აცრის წინ და მის შემდეგ არანაირი ანალიზის (სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ანტისხეულებზე ტესტი...) გაკეთება არ გჭირდებათ!
  8. არასოდეს აცრა არ გამიკეთებია და როგორ მოვიქცე? ეს არაა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენება და ზედმეტი ემოციის გარეშე აიცერით.
  9. ცოფის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინების გამოყენების შემდეგ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება გაკეთდეს 14 დღეში!

"გისურვებთ ჯანმრთელობა და სიმშვიდეს, რომლის მოპოვების გზა ვაქცინაციაზე გადის". –წერს კულუმბეგოვი.

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 3.8%.

კომენტარები