ჟურნალისტებზე ძალადობა

მთავარი არხის ჟურნალისტსა და გიორგი კაპანაძეს ინტერვიუსას კორპუსიდან წყალი გადმოასხეს

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

მთავარი არხის ჟურნალისტსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი კაპანაძეს ინტერვიუს ჩაწერისას კორპუსიდან წყალი გადმოასხეს.

კორპუსის მცხოვრებმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა და უთხრა, რომ მისი საქციელით, ალბათ, იმსახურებდა, ასე მომხდარიყო. 

ფაქტს ასევე გამოეხმაურა მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამიაც. გვარამია წერს, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ყოველდღიურად უფრო საშიში ხდება.

"ასე, ყოველდღიურად, ძალადობა ძალადობას ემატება და ჟურნალისტურ საქმიანობას შეუძლებელს და საშიშს ხდის. ესაა ქართული ოცნების ორგანიზებული ზვავის ეფექტი". –წერს გვარამია. 

24 ივლისს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის სახლის მიმდებარედ ჟურნალისტებთან ინტერვიუსას მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, როგორ აყენებს მანქანიდან გადმოსული კაცი სიტყვიერ შეურაცხყოფას დეკანოიძესა და ჟურნალისტებს.

მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კომენტარები