ჟურნალისტებზე ძალადობა

კორძაია წულუკიანზე: ამ ქვეყანაში არ ვიმსახურებთ უკულტურო კულტურის მინისტრს

ძალზედ სევდიანია ის, რასაც ვუყურებთ, იმიტომ. რომ არ ვიმსახურებთ ამ ქვეყანაში უკულტურო კულტურის მინისტრს. მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც ასეთი კულტურის მინისტრი ჰყავთ. არადა, ეს სამინისტრო ისევ იმიტომ შეიქმნა, რომ ქალბატონი თეა დაესაქმებინათ მინისტრის რანგში, მაგრამ, სამწუხაროდ, იმდენად არ აქვს იდეები, იმდენად არ ესმის, რა არის კულტურა, რომ ვერაფერს აკეთებს და თავის წარმოჩენის ერთადერთ გზად სწორედ ეს დაინახა - ძალადობა ჟურნალისტებზე. 

დეპუტატი თამარ კორძაია მთავარი არხის ეთერში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმედებებს ეხმაურება. თეა წულუკიანმა, სენაკის რეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე, მთავარი არხის ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და ამბობს, რომ მის დაბრუნებას არ აპირებს. 

კომენტარები