საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქო: მთავარი არხი, ტვ-პირველი და ფორმულა განსაკუთრებით გამოირჩევა სიძულვილის ენით

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც მღვდლებს ურჩევს, ტაძრებთან განცხადება გააკრან, თუ ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ სურთ. ამასთან ერთად, საპატრიარქო მთავარ არხსტვ-პირველს და ფორმულას გამოყოფს, როგორც სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამორჩეულ ტელევიზიებს.

"სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევა მთავარი არხიტვ-პირველი და ფორმულა.., რომელთა ეთერითაც პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ  მოწოდებებიც".

პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით საპატრიარქო წერს, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი, იმის ნაცვლად, რომ ზრუნავდეს პროცესების ნორმალიზებაზე, ტოლს არ უდებს მედიას ეკლესიის შეურაცხყოფასა და არეულობის შექმნაში.

კომენტარები