საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ტოლს არ უდებს მედიას ეკლესიის შეურაცხყოფაში

საქართველოს საპატრიარქო

"სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრიც, იმის ნაცვლად, რომ იზრუნოს პროცესების ნორმალიზებისათვის, ტოლს არ უდებს მედიას ეკლესიის შეურაცხყოფასა და არეულობის შექმნაში". - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ პარტიებს ეკლესიის შეურაცხყოფასა და არეულობის შექმნაში ადანაშაულებს.

ამასთან ერთად, საპატრიარქო მღვდლებს ურჩევს, ტაძრებთან განცხადება გააკრან, თუ ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ სურთ. 

"ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ; ასევე, მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელთან;

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის  საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდოს ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება.

ღმერთმა მოგვცეს დათმენის უნარი და ლოცვის ძალა, ამინ!". - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები