საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქო მისივე წახალისებულ ძალადობას, კვლავ ცალკეული მღვდლების გადაცდომას უწოდებს

"მართალია, გარკვეულ გადაცდომას ერთეული სასულიერო პირის მხრიდან ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება და, საერთოდ, ეკლესიის მსახურთა მოძალადეობაზე აქცენტის გაკეთება". - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და თავისივე წახალისებულ ძალადობას კვლავ ცალკეული მღვდლების გადაცდომას უწოდებს.

"მაშინ, როდესაც არც კი ახსენებენ, რამდენმა მოძღვარმა გადაარჩინა იგივე ჟურნალისტები 5-6 ივლისს ძალადობისაგან. ამასთან, რა თქმა უნდა, არ ამხელენ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და  მხარდამჭერთ, მათ ფსიქოლოგიურ ძალადობებს, პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს. 

ამ ჟურნალისტებს ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად სურთ აქციონ, ცალკეულ რელიგიურ სწავლებას პოლიტიკური განაცხადის სახე შესძინონ და ეს პრობლემების შექმნის მიზეზად წარმოაჩინონ.  ამასთან, ისინი არ ერიდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეების კერძო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრასაც და უბრალო ადამიანების  უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას". - წერს საპატრიარქო.

ამასთან ერთად, საპატრიარქო მღვდლებს ურჩევს ტაძრებთან განაცხადი გააკრან, თუ ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ სურთ. 

კომენტარები