საპატრიარქოს განცხადება

წმინდა საყდრის ნუნციუსმა ილია II-სთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

19 ოქტომბერს წმინდა საყდრის ნუნციუსი ჟოზე აველინო ბეტანკური გამოსამშვიდობებლად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა, ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

"მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია ll–მ მადლობა გადაუხადა ელჩს ჩვენს ქვეყანაში გაწეული ფრიად ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის და შემდგომი წარმატებები უსურვა" - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

დიპლომატიური კორპუსის დუაიენი, მისი აღმატებულება, ჟოზე აველინო ბეტანკური ელჩობის ვადის ამოწურვის გამო საქართველოდან გაემგზავრება. 

ჟოზე ა. ბეტანკური ვატიკანის ელჩად სამხრეთ კავკასიაში 2018 წლიდან დაინიშნა. პაპმა ფრანცისკემ 2023 წლის 30 აგვისტოს ის კამერუნსა და ეკვატორულ გვინეაში განაწესა წმინდა საყდრის დესპანად. "მისი აღმატებულება სამხრეთ კავკასიიდან გაემგზავრება 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს“, – წერია წმინდა საყდრის სადესპანოს განცხადებაში.

კომენტარები