ოპერატორის გარდაცვალება

ფალავანდიშვილი ოპერატორის გარდაცვალებაზე: ვიძახდი, შეიძლება იყოს მსხვერპლი

გურამ ფალავანდიშვილი
SARKENEWS

5 ივლისს მომხდარი ძალადობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გურამ ფალავანდიშვილი პრაიმტაიმთან TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. 

ფალავანდიშვილი ამბობს, რომ მას არანაირი შეხება არ აქვს მოძალადე ჯგუფებთან და იმ ადამიანებთან, ვინც მოქალაქეები ცემა. 

ჟურნალისტის შეკითხვას, ხედავს თუ არა იგი საკუთარ პასუხისმგებლობას მომხდარში, მან უპასუხა, რომ ის პასუხისმგებლობას არ იღებს, მაგრამ საზოგადოებას პრაიდის მარშის ჩატარების შემთხვევაში შესაძლო მსხვერპლის შესახებ აფრთხილებდა. 

"მე არ ვიღებ. მე პირადად იმიტომ ვიდექი იქ, რომ შემეჩერებინა ძალადობა „თბილისი პრაიდის“ მხრიდან. თავიდანვე ვიძახოდი, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი, თუ ისინი მოისურვებდნენ გარეთ გამოსვლას". – ამბობს ფალავანდიშვილი პრაიმტაიმთან.

ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი თბილისი პრაიდია და არა მოძალადე ჯგუფები.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

 

კომენტარები