ვიღაცა რაღაცას დამიძახებს, რაღას შეფასებას გამიკეთებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. მე შინაგან საქმეთა მინისტრიც ვიყავი და პრემიერმინისტრიც, ერთი და იგივე ხდება ყოველ წელს, მაგრამ სამივე წელს მოვახერხე, გამოხატვის თავისუფლება დაცული ყოფილიყო და ცემა-ტყეპა არ მომხდარა, რაღაცნაირად მე ამას ვახერხებდი. ჩვენს მოქალაქეებს ეს არ უგრძნიათ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა.
tbl.ge/5m1y
დაკოპირდა

ამბობს პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია.
2019 წელს, მაშინ, როდესაც გიორგი გახარია შს მინისტრი იყო, უწყებამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა და ღონისძიების არჩატარება შესთავაზა. თბილისი პრაიდმა 8 ივლისს შსს-სთან "პარტიზანული პროტესტი" მოაწყო - ისინი გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, რადგან მინისტრმა "მშვიდობიანი მოქალაქეები შეატოვა მოძალადე ჯგუფებს".
არჩევნები 2021გახარიაპრაიდის კვირეულისაქართველოსთვის 2021გახარიას გუნდისაქართველოსთვისთვითმმართველობის არჩევნები 2021
ამავე თემაზე
- ზუგდიდის ყოფილი მერი გეგა შენგელია გახარიას პარტიას შეუერთდა
- გახარიას გუნდის წევრი: დავინახე, მელიამ ჩაირბინა სპორტულებში, ესაა ერთადერთი გადაკვეთა
- კალაძე: ივანიშვილმა წერტილი დაუსვა იმ მითქმა-მოთქმას, თითქოს გახარია ივანიშვილის პროექტია
- გახარია თბილისის მერობაზე: ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს
- გახარია: არასოდეს არავის პროექტი ვყოფილვარ, მით უმეტეს, არ ვიქნები მომავალში