გახარიას გუნდი

ზუგდიდის ყოფილი მერი გეგა შენგელია გახარიას პარტიას შეუერთდა

ქართული ოცნება

ზუგდიდის ყოფილი მერი გეგა შენგელია შეუერთდა გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის. ამის შესახებ შენგელიამ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

შენგელია თავის ყოფილ პარტიას, ქართულ ოცნებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ქართული ოცნების ხელმძღვანელთა რიტორიკა და ორკესტრირებული, ტყუილზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ.

"ამ პერიოდის მანძილზე ასევე მიუღებელი გახდა ჩემთვის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები, რიტორიკა და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომელმაც უკვე ორკესტრირებული ხასიათი მიიღო. სწორედ ამიტომ, დღეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი გახარიასთან და იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომელიც გაერთიანდა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ ქვეყნის მისწრაფებების შესასრულებლად". – წერს შენგელია
 
გეგა შენგელიამ ზუგდიდის მერის თანამდებობა 2021 წლის 17 მაისს დატოვა.

კომენტარები