საპატრიარქო

მეუფე იოანე: ბავშვი რომ დატუქსო, პოლიციაში რეკავს, მოსეს სჯულში ნათქვამია, ურჩი ჩაქოლეთო

ბავშვი პროტესტს აცხადებს - ჩემი უფლებებიო. აბა, ახლა გაბედე და არ შეუსრულო თხოვნა, დატუქსო, უყვირო ან კუთხეში დააყენო - პოლიციაში რეკავს, დედა ჩემს უფლებებს ლახავს, მამა მე მიყვირის. მოდის პოლიცია და გაფრთხილებს - კიდევ ერთხელ ზარი გამოვა და ბავშვს წაგართმევთო. ასეთი არსად არ ყოფილა. მოსეს სჯულში პირდაპირ არის ნათქვამი - ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავის მშობელს და არც არავის არ უსმენსო, გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო.  

წარმოიდგინეთ, როგორი უმკაცრესი ზომა იყო, რომ ურჩობა, თავხედობა, კადნიერება, უტიფრობა არ ყოფილიყო საზოგადოებაში. დღეს, პირიქით, ეს წაქეზებულია - მას განსხვავებული აზრი აქვს, უსჯულოებას ამბობს, მაგრამ პატივს ვცემთ მის აზრს. უსჯულოებას ვცეთ პატივი? თუ ამხელ, აგრესორი, მოძალადე ხარ, უკრძალავ მას თავისუფლებას. ქვეყანა გაუკუღმართდა. ვინც ჩვენზე ზნეობრივად, ფსიქოლოგიურად, მედიის საშუალებით, მთავრობის საშუალებით ძალადობს, ხელს არ გვახლებს, ძალადობს, პროტესტი რომ გამოვაცხადოთ, ჩვენ ვართ მოძალადეები, ისინი ანგელოზები არიან

ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. 

კომენტარები