ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსმა მეურვეობის შესახებ დავა წააგო

CNN

ლოს-ანჯელესის სასამართლომ ბრიტნი სპირსის მეურვედ მამამისი, ჯეიმი სპირსი დატოვა.

2008 წელს 27 წლის მომღერალზე მეურვეობა მამამისმა, ჯეიმი სპირსმა მოიპოვა. მიზეზი სპირსის მენტალური ჯანმრთელობა გახდა. მუსიკოსის 60$-მილიონიან ქონებას დღემდე მამა განაგებს. ჯეიმი სპირსი არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და გარდერობსაც კი.

2014 წელს მომღერალმა მამის მეურვეობიდან გასვლა გადაწყვიტა, თუმცა სასამართლომ საჩივარი არ დაუკმაყოფილა. 2020 წლის ნოემბერში სპირსმა კიდევ ერთხელ შეიტანა სარჩელი, რომელიც სასამართლომ კვლავ არ დააკმაყოფილა. 2021 წელს პოპმუსიკოსის მეურვეობის შესახებ გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Framing Britney Spears, რომლის გამოსვლის შემდეგ საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი გაიზარდა და ბრიტნი სპირსს მხარდაჭერა ისეთმა ვარსკვლავებმა გამოუცხადეს, როგორებიც არიან ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯენეტ ჯექსონი, მერაია ქერი, ქლოე კარდაშიანი.

23 ივნისს სპირსი სასამართლოს სიტყვით მიმართა და საკუთარი ცხოვრების დაბრუნება სთხოვა.

"ტრავმირებული, შოკირებული, დაღლილი და საშინლად გაბრაზებული ვარ, თითქმის არ მძინავს. უბრალოდ, მინდა, დავიბრუნო ძველი ცხოვრება. მინდა, დასრულდეს მეურვეობა. მე ამას ვიმსახურებ, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი". – ამბობდა მუსიკოსი მიმართვაში.

კომენტარები