რუსეთი

მოსკოვში 17 წლის ფეხბურთელი მატჩის დროს გარდაიცვალა

რუსეთში 17 წლის ფეხბურთელი მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. შემთხვევა მოსკოვში, მოყვარულთა ლიგის შეხვედრაზე მოხდა. 

რუსული მედიის ცნობით გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გონება დაკარგა და, მცდელობების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მოყვარულთა საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა დმიტრი სმირნოვმა თქვა, რომ მსგავსი შემთხვევა ძალიან იშვიათია. 

"პირველი გადაუდებელი დახმარება სტადიონზევე აღმოუჩინეს. სასწრაფოს ექიმი მანქანიდან აძლევდა მითითებებს ადგილზე მყოფებს. რა მოხდა, არ ვიცით. სამწუხაროდ, ვერ გადარჩა".- თქვა მან. 

კომენტარები