ისლამოფობია

დარჩია: ქართველი მაშინაა ქართველი, როცა მართლმადიდებელია, კითხულობს ბიბლიას, ახალ აღთქმას

ჩემი აზრით, ქართველი მაშინ არის ქართველი, როცა არის მართლმადიდებელი, ცდილობს მაინც და როცა კითხულობს ბიბლიას ახალ აღთქმას, ფსალმუნს, ლოცვებს, ეზიარება და ცდილობს, აღსარებაში იყოს გულწრფელი. ქართველმა თუ ყურანი ისწავლა და მუსლიმი გახდა – მე ეგ ისტორიიდან ვიცი, რომ ამას ისე ებრძოდნენ ქართველი მეფეები, რომ გოგოებში იმხელა თვითშეგნება იყო, თავს იკლავდნენ, რომ არ გამუსლიმანულიყვნენ...

თქვა მოცეკვავე თეა დარჩიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა სიტყვებში – "ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის".

კომენტარები