ისლამოფობია

MDF: მკვიდრდებოდა აზრი, რომ მიმდინარეობს აჭარის ისლამიზაცია, ისტორიულად რუსეთმა გვიხსნა

მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საკვლევ პერიოდში მკვიდრდებოდა აზრი, რომ აჭარის ისლამიზაცია მიმდინარეობს.

"რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებების უმეტესობა ისლამოფობიური შინაარსის იყო, რასაც იეჰოვას მოწმეებისა და არამართლმადიდებლური კონფესიების წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარები მოსდევდა. 

მკვიდრდებოდა აზრი, რომ მიმდინარეობს აჭარის ისლამიზაცია, რომ ისლამიზაციისგან საქართველო ისტორიულად რუსეთმა იხსნა; იეჰოვას მოწმეებისგან დაცვა კი მხოლოდ მართლმადიდებელ რუსეთს ძალუძს." - წერია კვლევაში. 

მედიის განვითარების ფონდის კვლევა, რომელიც სიძულვილის ენის გამოყენებას ეხება, 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

MDF-ის ინფორმაციით, მედიამონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება ხორციელდებოდა, როგორც მედიასაშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე.

კომენტარები