ისლამოფობია

"ქართველები ყურანს სწავლობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის" – დარჩიას ისლამოფობია

"ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის". – მოცეკვავე თეა დარჩია იმედის ეთერში ისლამოფობიურ განცხადებას აკეთებს.

"მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით, კათოლიკური ბავშვთა სახლები, მუსლიმანური ბავშვთა სახლები, ქართველ ბავშვებს რომ აბარებენ შიმშილის გამო დედები გურიაში, ზემო აჭარაში და ასე შემდეგ, ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის, ვინმეს კითხვა დაუსვამს, რატომ? რატომ იმათ არ ერჩიან და რატომ ერჩიან მაინც და მაინც ამ სახლებს? იქნებ ვიკითხოთ, ხომ? მეც ძალიან მაინტერესებს, დავიღალე". – ამბობს დარჩია ფერიის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას.

იმედის წამყვანმა თეა დარჩიას ისლამოფობიური ინტერვიუსთვის მადლობა გადაუხადა. 

"მადლობა, რომ მოგვიყევით და სრულიად გულწრფელად გაგვიზიარეთ თქვენი განცდები". – უთხრა მაგდა ანიკაშვილმა დარჩიას. 

კომენტარები