რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი: მოხარული ვიქნებით, მომავალ წელს შუშა თურქული სამყაროს კულტურული დედაქალაქი იყოს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის მოხარული იქნება, თუკი შუშას, რომელიც წელს ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის კულტურულ ცენტრად გამოაცხადა, მომავალ წელს მთელი თურქული სამყაროს კულტურულ დედაქალაქად იხილავს.

თქვა თურქეთის პრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტის დროს. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ილჰამ ალიევი 15 ივნისს ერთმანეთს შუშაში შეხვდნენ და დეკლარაცია გააფორმეს. შუშის დეკლარაცია მოიცავს ზანგეზურის კორიდორის გახსნასაც. 

ქალაქი შუშა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტამდე ეთნიკური სომხების კონტროლის ქვეშ იყო.

ერდოღანის თქმით, შუშა ქალაქია, რომელიც  თურქული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი კულტურული მოღვაწეების სამშობლოა. 

 

კომენტარები