რაჯეფ თაიფ ერდოღანი

"ამ მომენტში რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს" – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე, 2023 წლის 12 ივლისი.
BBC

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დასავლეთზე არანაკლებ ენდობა. 

"რუსეთიც ისეთივე სანდოა, როგორც დასავლეთი. ბოლო 50 წელია, ევროკავშირის კართან ვიცდით და ამ მომენტში რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს". - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა. 

ერდოღანი ამჯერად აშშ-ში, ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც ერთ-ერთ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თურქეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კვლავ მნიშვნელოვანია. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ კრიტიკულ პერიოდში თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების აღდგენისთვის შესაძლებლობათა ფანჯარა გაიხსნა". - თქვა ერდოღანმა.

კომენტარები