პოლიტიკური კრიზისი

ელისაშვილი ენმ-ს: რას აკეთებთ აქ, თუ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია?

ალეკო ელისაშვილი
საქართველოს პარლამენტი

"რას აკეთებთ აქ, თუ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია?". – ჰკითხა მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში შესულ ენმ-ის წევრებს. 

"ეს პარლამენტი ლეგიტიმურია დღეს თუ არ არის ლეგიტიმური? თუ ლეგიტიმური არ არის, აბა, რატომ ზიხართ, რატომ სხედხართ, 2 წუთს რატომ ითხოვთ კითხვის დასმისთვის, 1 წუთს კითხვის დაზუსტებისთვის, საერთოდ, რას აკეთებთ აქ, თუ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია?"  –ჰკითხა მათ ალეკო ელისაშვილმა.

2 თებერვალს მსგავსი კითხვა ალეკო ელისაშვილს პარლამენტში თეა წულუკიანმა დაუსვა. 

'თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?!' – ჰკითხა ელისაშვილს წულუკიანმა. 

ნაციონალური მოძრაობის წევრები პარლამენტში გუშინ, 8  ივნისს მივიდნენ. პარტიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო. თუმცა ენმ ხელს არ აწერს ევროკავშირის მედიაციით შემდგარ შეთანხმების დოკუმენტს. 

კომენტარები