მე-10 მოწვევის პარლამენტი

წულუკიანი ელისაშვილს: თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?!

პირველ რიგში მინდა, შემომატებულ დეპუტატებს მივულოცო დეპუტატის მანდატზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტში შემობრძანება. ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ და მეც მინდა, თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ – 577 ** ** ** და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს, ოღონდ ეს ჩემი ნომერი არაა, ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?! – ეს რიტორიკული კითხვა იყო...

მიმართა ალეკო ელისაშვილს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე.

კომენტარები