აშშ

ბაიდენი მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების ზრდას გეგმავს

ჯო ბაიდენი
ფოტო Fox News

BBC-ის თანახმად, ჯო ბაიდენი უმდიდრესი ადამიანებისთვის გადასახადების დამძიმებას აპირებს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება ზედა საგადასახადო ზღვრის აწევასა და საინვესტიციო სარგებლის დაბეგვრას ისახავს მიზნად. როგორც ცნობილია, გადასახადების ზრდით მიღებული შემოსავალი ბავშვთა უზრუნველყოფისა და საგანმანათლებლო პროგრამებს მოხმარდება, თუმცა არა ჯანდაცვას. 

თეთრი სახლის მიხედვით, ინიციატივა მხოლოდ იმ ოჯახებს შეეხებათ, რომელთა შემოსავალი წლიურ $400 000-ს აღემატება. 

"მისი მიზანია გადასახადების უმდიდრეს ამერიკელებსა და კორპორაციებზე დაკისრებაა, ანუ მათზე, ვინც ამას გასწვდება". – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ. 

New York Times-ის თანახმად, რეფორმის შედეგად ზედა საგადასახადო ზღვარი 37%-დან 39.6%-მდე გაიზრდება, საინვესტიციო სარგებელი კი ორჯერ მეტად დაიბეგრება. ზოგიერთ შტატში, შესაძლოა, საგადასახადო განაკვეთები კიდევ უფრო მაღალი იყოს. 

კომენტარები