პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე: ენმ-ის პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას კვირას პოლიტსაბჭოზე მივიღებთ

კვირას დადგება ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე. კი, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, უნდა ვიმსჯელოთ მომავალი ბრძოლის სტრატეგიაზე, უნდა ვიმსჯელოთ ზოგადად რა უნდა იყოს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები. იცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ამიტომ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფართო მსჯელობა გაიმართება და ამ საკითხზე კენჭისყრა იქნება გადაწყვეტილებამდე.. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უმრავლესობა. მე არ შემიძლია წინასწარ გითხრათ, ნამდვილად ვერ გეტყვით იმიტომ რომ 120 ადამიანია პოლიტსაბჭოში. ცხარე კამათი იქნება, დარწმუნებული ვარ, შესაბამისად, არგუმენტაცია ვიცით, ჩემი მეგობრების არგუმენტაციაც ვიცით და ჩვენი არგუმენტაციაც იციან მათ

ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, მთავარ არხს ესაუბრა.

კომენტარები