გაზის ტარიფი

თბილისში გაზის ტარიფი 7.8 თეთრით გაძვირდა

pennystockresearch

1-ელი ივნისიდან ბუნებრივი აირის ტარიფი კომპანია თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის 7.8 თეთრით გაძვირდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკმა დღეს, 27 მაისს მიიღო.

ტარიფის ზრდა კომპანიის მოთხოვნას უკავშირდება. როგორც თბილისი ენერჯის განცხადებაში წერია, კომპანიამ წელიწად-ნახევარში 25 მილიონზე მეტი იზარალა, რადგან ვალუტის კურსის გამო, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს, ხოლო სემეკის დადგენილებით, 26 თეთრად ყიდის. 

აქამდე თბილისის მოსახლეობისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის ტარიფი 46.1 თეთრი იყო, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფი 54 თეთრამდე იქნება.

კომენტარები