გაზის ტარიფი

კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზი 24 თეთრით გაძვირდა

ფოტო: clark.com

თბილისი ენერჯის არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებით ბუნებრივი გაზის მომხმარებლებმა თებერვლის თვის გადასახადი ახალი, 24 თეთრით გაძვირებული ტარიფით მიიღეს. 

კომერციული მიზნებით ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა 1.10 ლარამდე 2021 წლის იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა კომპანიამ კომერციულ სექტორს დამატებით ერთთვიანი საშეღავათო პერიოდი მისცა. 

ტარიფის ზრდა 86 თეთრიდან 1.10 ლარამდე, თბილისი ენერჯის განმარტებით, ლარის კურსის გაუფასურებითაა გამოწვეული. 

"ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით". – წერია კომპანიის ოფიციალურ გვერდზე. 

ტარიფის ცვლილება არ შეეხება პურის საცხობებს. 
 

კომენტარები