რუსეთი

რუსეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთში საბრძოლო რობოტების სერიული წარმოება დაიწყო

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად ციმბრიში დასვენების დროს. 2021 წლის მარტი.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსამსახური/ТАСС

რუსეთმა ხელოვნური ინტელექტის მქონე საბრძოლო რობოტების სერიული წარმოება დაიწყო. თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მარათონ "ნოვოე ზნანიეზე".

"უკვე გაჩნდა არა უბრალოდ ექსპერიმენტული ნიმუშები, არამედ რობოტები, რომელთა ჩვენებაც ნამდვილად შეიძლება ფანტასტიკურ ფილმებში". – თქვა შოიგუმ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ახლა რუსეთში მიმდინარეობს "უდიდესი მუშაობა იმაზე, რასაც ხვალინდელი დღის იარაღი ჰქვია".

შოიგუს არ დაუკონკრეტებია, როდის გახდება რობოტები შეიარაღების ნაწილი და როდის იხილავს მათ საზოგადოება.

სამთავრობო მედიის, RIA-ს ცნობით, ამჟამად რუსეთის არმიისთვის საბრძოლო რობოტების წარმოებაზე რამდენიმე დაწესებულება მუშაობს. წარსულში შოიგუ ამბობდა, რომ თავდაცვის სამინისტრო იმუშავებს რობოტექნიკის მიმართულების გაფართოებაზე და მსგავსი ტექნოლოგიებით შეიარაღებული ძალების აღჭურვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

2019 წლის ბოლოს გამოცემა RIA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წლისთვის რუსეთში შეძლება შექმნან რობოტების ჯგუფი, რომლებიც ადამიანის მინიმალური ჩარევით შეძლებენ საბრძოლო ამოცანების გადაჭრას. 

კომენტარები