ალექსეი ნავალნი

ნავალნის მხარდამჭერებს ახალი კანონპროექტი, სავარაუდოდ, არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავს

ლიუბოვ სობოლი და ალექსეი ნავალნი

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც "ექსტრემისტული ორგანიზაციების" წევრებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.

კანონპროექტის ფარგლებში არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ მათ, ვინც მუშაობდა, "ექსტრემისტული ორგანიზაციაში" ან ფულს სწირავდა მათ.  ორგანიზაციის ხელმძღვანელებს არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით ექნებათ აკრძალული, თანამშრომლებს კი - სამით.

სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა პირველ მოსმენაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირეს 293 ხმით 45-ის წინააღმდეგ, ორმა დეპუტატმა თავი შეიკავა. კანონპროექტის დაკანონებისთვის საჭიროა კიდევ ორი მოსმენა სახელმწიფო დუმაში და ერთი მოსმენა პარლამენტის ზედა პალატაში, ფედერალურ საბჭოში. რის შემდეგაც კანი ვლადიმირ პუტინმა ხელმოწერით უნდა დაამტკიცოს.

თუ კანონპროექტი გატარდება, სავარაუდოდ, ის პირდაპირ შეეხება ალექსეი ნავალნის და მის თანამოაზრეებს, მათ შორის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატს და პოლიტიკოსს ლიუბოვ სობოლს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. მოსალოდნელია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნის და მის მომხრეები სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ. უახლოეს დღეებში მოსკოვის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს გამოაცხადოს თუ არა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი და მისი რეგიონული ოფისები ტერორისტულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციად.

"მთავარი მიზანია, გაიზარდოს იმ პოტენციური კანდიდატების წრე, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა უნდათ და რომლებსაც კრემლი არასასურველ ფიგურებად მიიჩნევს და მათ წინასწარვე აეკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა. კანონპროექტი მიზანში იღებს არა მარტო ანტიკორუფციულ ფონდს, არამედ მის მხარდამჭერებსაც და შესაბამისად მიზანში იღებს მოძრაობას რომელიც უფრო დიდია ვიდრე მხოლოდ ნავალნის გუნდი" - ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი ტატიანა სტანოვავა The Moscow Times-თან საუბრისას.

ტატიანა სტანოვავას განმარტებით კრემლის მთავარი მიზანია, თავიდან აიცილოს 2019 წლის მსგავსი პოლიტიკური კრიზისი. 2019 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

სახელმწიფო დუმის არჩევნებში სექტემბერში გაიმართება. მმართველი პუტინისტური პარტიის ერთიანი რუსეთის მიზანია, წინა წლებთან შედარებით შემცირებული მხარდაჭერის მიუხედავად, პარლამენტში სუპერუმრავლესობა შეინარჩუნოს. ერთიანი რუსეთის მანდატების 75%-ს ფლობს.

რაც შეეხება ალექსეი ნავალნის ორგანიზაციას, 30 აპრილს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის რეგიონული ოფისების ქსელი "ტერორიზმსა და ექსტრემიზმში" ჩართულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. მოსკოვის პროკურორებმა კი სასამართლო განაჩენის გამოტანამდე ორგანიზაციის ანგარიშები გაყინეს. სასამართლო პროცესის პარალელურად ნავალნის რეგიონული კამპანიის ოფისების ქსელი დაიშალა.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჩამოყალიბებული ანტიკორუფციული ფონდის რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კორუფციის გამოვლენაზე მუშაობს. ფონდმა არაერთხელ დაადანაშაულა მთავრობა თავისი გამოძიებების გამო ფონდის წევრების დევნაში. ფონდის გამოძიებებს შორის ყველაზე გახმაურებული პუტინის სასახლეზე მომზადებული სიუჟეტია, რომელმაც YouTube-ზე ამ დროისთვის 115 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები