აშშ

მცირეწლოვანი არალეგალი მიგრანტების შესაფარებლად აშშ $2 მილიარდ დოლარს გამოყოფს

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ს სამხრეთ საზღვართან არსებულ მიგრაციის პრობლემასთან გასამკლავებლად $2 მილიარდ დოლარს გამოყოფს

აშშ-მექსიკის საზღვარზე, მიგრანტების დიდი ნაკადის მოზღვავების ფონზე, შეერთებული შტატები მცირეწლოვან არალეგალებზე ზრუნვის მიზნით $2 მილიარდ დოლარს გამოყოფს, რომელიც, თავდაპირველად, განსხვავებული მიმართულებით უნდა დახარჯულიყო. აშშ-ს ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული სერვისების დეპარტამენტის მიხედვით, ჯამური თანხიდან $850 მილიონი დოლარი კორონავირუსის ტესტირების გაფართოებას უნდა მოხმარებოდა. დამატებით $850 დოლარი პირველადი მოხმარების სამედიცინო ინვენტარის შესაძენად და არსებული მარაგების გასაახლებლად იყო გამიზნული.

მექსიკიდან, თავშესაფრის სათხოვნელად გადმოსული მიგრანტების ნაწილს, კერძოდ, არასრულწლოვანებს, შეერთებული შტატები ფედერალურ თავშესაფრებს სთავაზობს, სადაც, ამ მომენტისთვის, 22 500 მარტოხელა ბავშვი იმყოფება. გამოყოფილი $2 მილიარდი დოლარი სწორედ მათ კვებასა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფას დაეთმობა. 

კომენტარები