დაპირისპირება დმანისში

გომელაური დმანისზე: გუშინდელის მერე გაძლიერებული ძალები შევიყვანეთ, თუმცა არ იყო საკმარისი

ხალხი შეიკრიბა ძალიან სწრაფად და ასეთი ქაოსური სიტუაცია შეიქმნა ძალიან სწრაფად, გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ შემთხვევაში, 150-დან 200 კაცამდე იყო, რეალურად თუ არის 20 კაცი სხვა მშვიდობიან დროს ბოლნისში, გაათმაგებული იყო სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში და აქედან გამომდინარე, განიმუხტა ამის შემდეგ, ამიტომ ვერ მოხდა უსწრაფესად ამ ადამიანების შეჩერება და ამ კონფლიქტის გაჩერება

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, დმანისში ჩასვლის შემდეგ ისაუბრა.

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.

კომენტარები