საქართველო-უკრაინა

საგარეო საქმეთა მინისტრი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით კიევში მიემგზავრება.  უწყების ცნობით, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საგარეოს ცნობით, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საუბარი შეეხება საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს სამი ასოცირებული ქვეყნის – მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტრები განიხილავენ სამი ქვეყნის შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გასაძლიერებლად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის სამზადისს, ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.

კომენტარები