პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: ოპოზიციაში არიან ლიდერები, ვისთვისაც ახალი არჩევნები, შეიძლება, საინტერესო აღარაა

ოპოზიციაში არიან პოლიტიკური ლიდერები და, შეიძლება, არიან პოლიტიკური ჯგუფებიც, რომლებისთვისაც ახლა ხელახალი არჩევნები, შეიძლება, საინტერესო აღარ იყოს, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, იმიტომ, რომ მათი მოტივაცია შეიცვალა. მე არავის დასახელებას არ ვაპირებ, ცხადია, მაგრამ მათ შორის პარლამენტში შესვლაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. იქ არიან ადამიანები, რომლებიც, შეიძლება, ფიქრობენ, რომ ხელახალი არჩევნების შემთხვევაში, შეიძლება, ვეღარ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ მათი პირადი ინტერესი შეიძლება იყოს, რომ ეს პარლამენტი დარჩეს და გააგრძელონ კიდევ სამწელიწად-ნახევარი, რაც მე არ მჯერა, რომ ბოლომდე გავა. 

ბევრ ვინმეს ვგულისხმობ, მე მგონია, ნაციონალური მოძრაობა საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და შევა პარლამენტში. ნაციონალური მოძრაობის სიაშიც იქნებიან ასეთი ადამიანები, ვისთვისაც ეს შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი. 

მთავარი გასარკვევი ამბავი არის, ვინ უყურებს თვითმმართველობის არჩევნებს როგორც რეფერენდუმს და ვინ აპირებს ბრძოლას იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ოპოზიციის ხმების მობილიზება

თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ მთავარი არხის ეთერში. 

კომენტარები