ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

მეუფე სპირიდონი ლომჯარიას: კაცი ხარ თუ ქალი ხარ ის ვერ გაგიგია და შენ ვინ უნდა შეამოწმო?!

სხალთელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა მორიგი ჰომოფობიური და ტრანსფობიური განცხადებები გააკეთა. ამჯერად მან ქადაგებისას სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეურაცხყოფა მიაყენა. მიტროპოლიტი ომბუდსმენმა მას შემდეგ გააღიზიანა, რაც მან ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჩატარება მოითხოვა.

"შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთში. პი***სტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან და ერთ სიბრტყეზე აყენებ ჰომოსექსუალებს, კაცი საჯარო რეესტრში გაატარე, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ქალი გახდა და ჩაუწერე შიგნით და შენ ითხოვ უნდა შეგამოწმოო? ვინ უნდა შეამოწმო შე ბრმა, შე ყრუ, როგორ გითხრა ახლა შენ რა, რომელიც ელემენტარულ რამეს, კაცს და ქალს ვერ ასხვავებ ერთმანეთისგან. ვინ უნდა შეამოწმო შენ, შენი თავის ვერ გაგიგია, კაცი ხარ თუ ქალი ხარ ის ვერ გაგიგია და შენ ვინ უნდა შეამოწმო?!".- ამბობს მეუფე სპირიდონი და აღნიშნავს რომ სახალხო დამცველს შემოწმება "საზღვარგარეთელმა მეგობრებმა" დაავალეს.  

მეუფე სპირიდონის თქმით, "სასაცილოა" რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლს გაეროში უჩივლეს.

"სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, გაეროში უჩივლეს ნინოწმინდის ბავშვთა სახლს, რომელ გაეროში, რომლის გენერალურმა მდივანმა კონჩიტა გამოიყვანა, ამღერა და თქვა, ეს არის ჩვენი დემოკრატია, ამას უნდა მივბაძოთო. ტრანსგენდერ ქალს.. ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლის ქართველი კაცი, ის დაიღუპება, კაცო, ხო?!".- ამბობს მეუფე სპირიდონი. 


15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. 

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

კომენტარები