პოლიტიკური კრიზისი

უდუმაშვილი: თუ პარლამენტში შევედით, ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ საერთოდ ქუჩის აქციებზე

ჩვენ თუ პარლამენტში შევედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ საერთოდ ქუჩის აქციებზე, პირიქით, ქუჩის აქციები იქნება და საპროტესტო მუხტიც იქნება [...] ჩვენ პარლამენტის ტრიბუნა სწორედ იმისთვისაც უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყანაში და მისი მობილიზაცია მოვახდინოთ. გაცილებით გაგვიჭირდება ამ საპროტესტო მუხტის მობილიზება, თუ ჩვენ არ ვიქნებით პარლამენტში წარმოდგენილი. დღეს ეს მოცემულობა დადგა და ამიტომ ჩვენ ახლა იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, როგორი პრინციპულები ვართ, დგება მომენტები, როცა მოქნილობა უფრო წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე პრინციპულობა, ამიტომ ჩვენც ამ მოცემულობის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, რომელიც დღეს დადგა ქვეყანაში

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი პალიტრანიუსის ეთერში, ენმ-ს პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები