პოლიტიკური კრიზისი

"ერთობა, რაობა, იმედი" – ლევან ვასაძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის

ვასაძე
ალტერნატიული ინფორმაცია

"მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ დავემშვიდბო ჩემთვის ასე საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას და შემოვიდე და მივიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“. - ლევან ვასაძე პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს და საწყისი ეტაპისთვის  საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის, სახელწოდებით "ერთობა, რაობა, იმედი".

"რა ნაბიჯები გადავდგით, ჩვენს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ  შევქმნათ დასაწყისისათვის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც დავარქვით "ერთობა, რაობა, იმედი" და მისი აბრევიაცია, შემთხვევითი არ არის, რომ არის - ერი". - ამბობს  ლევან ვასაძე

ლევან ვასაძის თქმით, მისთვის ამ გადაწყვეტილების მისაღებად ბოლო წვეთი იყო შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა.

"ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა იყო ბოლო წვეთი, ეს ჩემთვის პირადად იყო დანიელსონის ხელშეკრულებად ცნობილ დოკუმენტზე ხელის მოწერა, როგორც ქართული ოცნების, ისე გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან, გარდა ძალიან მძიმე გადაწყვეტილებისა, დამნაშავეების ციხიდან კანონის დარღვევით გამოშვებისა, მოხდა კიდევ უფრო დამაზიანებელი რამ, ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და შემცირება". -  ამბობს  ლევან ვასაძე

კომენტარები