დავითგარეჯის საქმე

მელაშვილი ანდრია ჯაღმაიძეს: მსჯავრდებული მიწოდა, არ ვარ, დამთავრდეს სასამართლო და გაირკვეს

ვუსმენდი მამა ანდრია ჯაღმაიძეს, კარებთან არ მივსულვართ, საერთოდ არ შევსულვართ მონასტერში, დაბლა, ავტოსადგომთან აკეთებდნენ სიუჟეტს. 

[...] შეეშალა და ბრალდებულის მაგივრად მსჯავრდებული მიწოდა, არ ვარ, ბატონო, მსჯავრდებული და თუ ვაცლით სასამართლოს დამთავრებას ამ ქვეყნის და ამ ხელისუფლების პირობებში, დამთავრდეს სასამართლო და გაირკვეს მართალი და მტყუანი

ამბობს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საბჭოს ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. "როდესაც მსჯავრდებული არის ქვეყნის მიწების გასხვისების მცდელობაში, ეს ადამიანი უნდა მოერიდოს ამ დაძაბულობას". - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ. 

ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში თავს გუშინ, 4 მაისს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები