ტექნოლოგიური გიგანტები

ევროკავშირი APPLE-ს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს, შესაძლო ჯარიმა $27 მილიარდს აღწევს

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური ოგრანოს ვიცეპრეზიდენტი, მარგარეტ ვესტეგერი
ფოტო: Financial Times

ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანო კომპანია Apple-ს ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. რეკორდულმა ჯარიმამ, შესაძლოა, კომპანიის წლიური შემოსავლის 10%-ს მიაღწიოს, რაც თითქმის 27 მილიარდი დოლარია. 

კომისიის განმარტებით, Apple-ი ბოროტად იყენებდა მარკეტის დომინანტ პოზიციას და App Store-ს, რისი საშუალებითაც კონკურენტ კომპანიებსა და აპლიკაციებს არასამართლიან წესებსა და ტარიფებს უწესებდა. 

კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება 2019 წელს დაიწყო, როცა მუსიკალური სტრიმინგ სერვისების მიმწოდებელმა კომპანია Spotify-მ Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური ორგანოს ვიცეპრეზიდენტის, მარგარეტ ვესტეგერის თქმით, Apple-ი ზედმეტად მაღალ ტარიფებს უწესებდა კონკურენტებს და მათ გამოწერის ფუნქციის ალტერნატიული მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას უზღუდავდა. 

App Store-ზე მკაცრი წესებისა და ტარიფების დაწესებით Apple-ი ხელს უშლის კონკურენტული ბაზრის განვითარებას, რითაც მომხმარებლებსა და კონკურენტ კომპანიებს აზარალებს. 

ექსპერტების თქმით, გარდა რეკორდული ჯარიმისა, შესაძლოა, Apple-ს ბიზნესმოდელის შეცვლაც მოუწიოს, რაც იმაზე გაცილებით საზიანო იქნება კომპანიისთვის, ვიდრე ეს $27-მილიარდიანი ჯარიმაა. 

კომისიის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია Apple-ის ანგარიშვალდებულების გასაზრდელად და ტექნოლოგიური გიგანტების ანტიმონოპოლიური ქმედებების შესაზღუდად. 

გარდა ამისა, კომპანია Epic Games-ის სარჩელზე დაყრდნობით ევროკავშირში Apple-ის წინააღმდეგ მეორე გამოძიებაც მიმდინარეობს. 
 


რუსეთის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Apple-ი ბაზარზე დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენების გამო 12 მილიონი დოლარით დააჯარიმა

მსოფლიო მასშტაბით Apple-ის წინააღმდეგ ათეულობით ანტიმონოპოლიური გამოძიება მიმდინარეობს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია Facebook-ის სარჩელი

კომენტარები