ტექნოლოგიური გიგანტები

დონალდ ტრამპს FACEBOOK-სა და INSTAGRAM-ზე დაბრუნების უფლება ექნება

Meta-ს ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Facebook-სა და Instagram-ზე დაბრუნების უფლება რამდენიმე კვირაში ექნება.

ნიკ კლეგმა, მეტას გლობალურ საქმეთა პრეზიდენტმა თქვა, რომ საზოგადოებას "უნდა შეეძლოს მოისმინოს რას ამბობენ მათი პოლიტიკოსები".

მისივე თქმით, ტრამპის ანგარიშები საზოგადოების უსაფრთხოებისთვის  სერიოზულ რისკს აღარ წარმოადგენს. თუმცა, ტრამპს, წარსულში "დარღვევების" გამო, განმეორებითი დანაშაულისთვის მეტი სასჯელი ემუქრება.

ამასთან, ტრამპს აქვს ექსკლუზიურობის შეთანხმება Truth Social-თან, მის მიერ შექმნილ სოციალურ პლატფორმასთან.  ტრამპსა და Truth Social-ს შორის შეთანხმება  ნიშნავს იმას, რომ მას თავისი პოსტების პირველად Truth Social-ის  პლატფორმაზე გამოქვეყნება კანონიერად მოეთხოვება - სხვა პლატფორმამდე ექვსი საათით ადრე.

თუ ის წესების დაარღვევს, ანუ პოსტებს Facebook-ზე ან Twitter-ზე გამოაქვეყნებს, არის შანსი, რომ მას სასამართლოში უჩივლონ.

ანალიტიკოსები ამბობემ, რომ თუ ტრამპი Truth Social-ის გამოყენებას შეწყვეტს ან კონტენტს სხვაგან განათავსებს, პლატფორმა ვერ გადარჩება.

დონალდ ტრამპა ახალი სოციალური პლატფორმა Truth Social, რომელიც Twitter-ის ანალოგია, ტექნოლოგიური გიგანტების, Facebook-ის, Twitter-ისა და YouTube-ის მიერ პრეზიდენტის ანგარიშების დაბლოკვის საპასუხოდ შექმნა. 

2021 წლის 6 იანვრიდან, QAnon-ის წარმომადგენლების აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, ტრამპს Twitter-ზე წვდომა შეეზღუდა. მალევე, ყოფილ პრეზიდენტს წვდომა შეეზღუდა Youtube-ზე, Instagram-სა და Facebook-ზეც.

“Meta-მ ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმში ძალადობაში ჩართული ადამიანები აქო”.-  ამბობს ნიკ კლეგი.

კომენტარები