აქტივისტების დაკავება

ხმაური და დაპირისპირება მარნეულის მერიასთან – დაკავებულია 6 აქტივისტი

მარნეულის მერიასთან, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო, 6 აქტივისტი დააკავეს. მოძრაობა საქართველოსთვის წევრები აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. სიმონ მუმლაძის თქმით, ის პოლიტიკური ნიშნით, ძმის აქტივობების გამო გაათავისუფლებს. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა შენობაში შესვლა სცადეს. დაკავებულებს შორისაა ასევე გიორგი მუმლაძეც. 

"ჩვენ აქ პოლიტიკურად კი არ ვართ მოსულები, რომ რაღაცა გავტეხოთ ან რაღაცა მივანგრიოთ. მოვედით, რომ იმ ადამიანის უფლებები დავიცვათ, რომელიც უკანონოდ გაუშვეს სამსახურიდან. მე ვარ საკრებულოს წევრი და მაქვს უფლება ვიყო მერიაში, უნდა დავიცვა ჩემი მოქალაქე".- თქვა ევროპული საქართველო პოლიტიკური საბჭოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა აქციაზე. 

მარნეულში აქცია გრძელდება და სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. 

კომენტარები