აქტივისტების დაკავება

სირცხვილიას აქტივისტები სასამართლომ 1000-დან 3 800 ლარამდე თანხით დააჯარიმა

სირცხვილია

სირცხვილიას აქტივისტები, რომლებიც 7 მარტს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე დააკავეს, სასამართლომ დააჯარიმა. 

"მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, 7 მარტს, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს ჯამში 15 800 ლარის ჯარიმები შეეფარდათ".- აცხადებს სირცხვილია

  • ზუკა ბერძენიშვილი - 3800 ლარი
  • გიორგი მჟავანაძე - 2800 ლარი
  • გური გოლიაძე - 2800 ლარი
  • ნოდარ რუხაძე - 2800 ლარი
  • ალექსანდრე სამხარაძე - 2600 ლარი
  • გიგა მაქარაშვილი - 1000 ლარი'

დაკავებულ აქტივისტებს პოლიცია 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

7 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე, ჯამში 16 ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს. 

კომენტარები