ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: უახლოეს პერიოდში Pfizer-ის დამატებითი დოზები არ შემოვა

შემოსულია ფაიზერის 29 250 დოზა, ფაიზერზე ეს გაიყო ორ ნახევრად, რახან უახლოეს პერიოდში ფაიზერის დამატებითი დოზები არ შემოვა, განსხვავებით ასტრაზენეკასგან.  ქვეყანაში დღევანდელი ეტაპისთვის ფაიზერით აცრილია 13 782 პიროვნება და მეორე დოზით 4 397, ანუ ერთად 18 000 დოზა ფაიზერის უკვე დახარჯულია, ანუ 10 000-ზე ცოტა მეტია დარჩენილი, რომლებიც შენახულია დამატებით ადამიანებისთვის. ფაიზერით იცრებიან სამედიცინო მუშაკები და 55 წლის ზემოთ, ასევე გამოიყო ერთი ჯგუფი, რომელიც ფაიზერით იცრება, ესენი არიან ორგანოგადანერგილები, აქედან გამომდინარე, ვნახავთ, რეზერვში ვიტოვებთ რამდენიმე ასეულ დოზას, მოგეხსენებათ, შეიძლება დანაკარგი იყოს გარკვეული, რომ ყველა ადამიანმა ვინც მიიღო ფაიზერის პირველი დოზა გარანტირებული იყოს 21-28 დღის განმავლობაში მეორე დოზის მისაღებად, ამიტომ იანგარიშეთ, რომ ფაიზერისთვის დამატებითი დოზები თითქმის აღარ იქნება, შეიძლება დარჩეს რამდენიმე ათეული

ამბობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე

კომენტარები