პოლიტიკური კრიზისი

პაპუაშვილი გამკაცრებულ სანქციებზე: ძალიან კარგი, თუ თვითცენზურას შექმნის, რომ აღარ იხულიგნონ

მოვისმინე შეფასებები, თითქოს ეს ამ პოლიტიკურ აქტივს გარკვეულ თვითცენზურას შეუქმნის და ისინი, არ ვიცი, რისთვის თვითცენზურას, რომ ისინი არ ხულიგნობდნენ?! თუ ამას გულისხმობენ თვითცენზურაში და მსუსხავ ეფექტში, ძალიან კარგი, თუ ამ თვითცენზურას შექმნის. [....] განმეორება თუ მოხდა, რეციდივი თუ გვაქვს, თუ არის ადმინისტრაციული სამართლებრივი კუთხით რეციდივისტები, გასაგებად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში მკაცრდება სანქცია. კიდევ ერთხელ, ყველაზე ადვილი გამოსავალი აქედან არის, ხულიგნობას თავი დაანებონ

ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.  ახალი კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება. კანონპროექტი პარლამენტში 21 აპრილს დარეგისტრირდა.

კომენტარები