ჭყონდიდის ეპარქია

სალხინოს ეკლესიაში სასულიერო პირის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მამა ანანია კალანდია
ბერდია კალანდია

მამა ანანია კალანდიას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ დიასამიძემ, თქვა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. 

"შესწავლილ იქნა ინციდენტი. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. დანარჩენ დეტალებზე, რაც გამოიკვეთება, გაცნობებთ მოგვიანებით. მიმდინარეობს 2 ადამიანის დაკითხვა. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა". – თქვა დიასამიძემ. 

დილიდან, სალხინოს ტაძარში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა დიაკონ ანანიას სცემეს. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. 

 

კომენტარები